Imedi /  19 აპრილი 2017, 14:33 / სანდო წყარო

პრემია "ლიტერას" ნომინანტები გამოვლინდნენ

ლიტერატურული პრემია "ლიტერას" ნომინანტების ვინაობა ცნობილია. გამარჯვებულები 27 აპრილს გამოვლინდებიან.

პრემია კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსეს. გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცემა.

 

საუკეთესო დებიუტი

თამარ თანდაშვილი - "სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი", გამომცემლობა "სიესტა"

ზურა აბაშიძე - "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"

გიორგი შონია, ჰანს ჰრომველი - "ფაბრიკაცია", გამომცემლობა "ინტელექტი"

ბექა ახალაია - "ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის", გამომცემლობა "ინტელექტი"

თამარ სუბელიანი - "მდინარეს თევზები შეჭამენ", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"

 

საუკეთესო პოეტური კრებული

ნუგზარ ზაზანაშვილი - "მექანიკური როიალი", გამომცემლობა "დიოგენე"

ეკა ქევანიშვილი - "ევაკუაციის გეგმა", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"

ლია ლიქოკელი - "გოგოობის კანონი", ქარჩხაძის გამომცემლობა

თემურ ჩხეტიანი - "ბალახის სიმაღლე", გამომცემლობა "არტანუჯი"

ვახტანგ ჯავახაძე - "ელეგია და სხვა", გამომცემლობა "ინტელექტი"

ლია სტურუა - "მგლის საათი", გამომცემლობა "ინტელექტი"

ტარიელ ჭანტურია - "სიყვარულის შავი ყუთი", გამომცემლობა "ინტელექტი"

 

საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი

ალეკო შუღლაძე - "გადამალვა", გამომცემლობა "დიოგენე"

ოთარ ჯირკვალიშვილი - "ლაზარე", გამომცემლობა "პალიტრა L"

არჩილ ქიქოძე - "სამხრეთული სპილო", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გურამ გეგეშიძე - "ნათლისქრობა", გამომცემლობა "ინტელექტი"

რეზო თაბუკაშვილი - "13 დღე", გამომცემლობა "ინტელექტი"

თეა თოფურია - "ორი ოთახი კაიროში", გამომცემლობა "ინტელექტი"

ირაკლი სამსონაძე - "ქელეხი ქარში", გამომცემლობა "ინტელექტი"

ტორესა მოსი - "იყო", გამომცემლობა "ინტელექტი"

 

საუკეთესო დოკუმენტური პროზა

როსტომ ჩხეიძე - "პორტრეტი ოდისევსის სიჭაბუკისა", გამომცემლობა "ჩვენი მწერლობა"

გივი ალხაზიშვილი - "დანაშაულით მკვდარი", გამომცემლობა "კალმოსანი"

ზაზა ბიბილაშვილი - "პოეზია, დანარჩენი ლიტერატურა, დანარჩენი", გამომცემლობა "საუნჯე"

ზაალ სამადაშვილი - "კალამს მიდევნებით დაწერილი", გამომცემლობა "ინტელექტი"

გია ბუღაძე - "200 ამბავი მხატვრობაზე", გამომცემლობა "არტანუჯი"

გაგა ნახუცრიშვილი - "ბარნოვის 122", გამომცელობა "ინტელექტი"

დათო ქარდავა - "მტაცებლები ურბანულ გარემოში", გამომცემლობა "ინტელექტი"

ბელა ჩეკურიშვილი - "რაინისპირა ამბები", გამომცემლობა "ინტელექტი"

დიანა ანფიმიადი - "წინასწარმეტყველება მურაბით", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"

 

წლის საუკეთესო წიგნის გარეკანის (ყდის) დიზაინი

დენიელ კიზი - "ყვავილები ლჯერნონისთვის", დიზაინი - ნატალია ავალიანი

დიბისი პიერი - "ვერნონ გენიოს ლითლი", დიზაინი - ია მახათაძე

ხალიდ ჰოსეინი - "ფრანით მორბენალი", დიზაინი - თეონა ჭანიშვილი

ფრენკ ჰერბერტი - "დიუნი", დიზაინი - ნატალია ავალიანი, ნათია ზარანდია

კომენტარები ()