imedi /  19 აპრილი 2017, 20:11 / სანდო წყარო

თბილისის მოდის კვირეული იხსნება

დღეს 18:30 საათზე, თბილისის მოდის კვირეული საზეიმოდ გაიხსნება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მოდის კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და ამ დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს.

ამჯერად ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს.

თბილისის მოდის კვირეულის მიმდინარე სეზონი, რომელიც 19-23 აპრილს გაიმართება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება. გენერალური სპონსორია TBILISI MALL.

თბილისის მოდის კვირეულს Vogue, Marie Claire, ELLE, Harper's Bazaar და სხვა უცხოური გამოცემები გააშუქებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს.

კომენტარები ()