Imedi /  20 აპრილი 2017, 11:59 / სანდო წყარო

საქართველოში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

საქართველოში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი პირველად ჩატარდება. BLUES&WINE-BlUES VILLAGE-ი BlUES VILLAGE-ს და KOKA & T. BLUES MOB-ის ერთობლივი პროექტია. ფესტივალი კულტურის და ეკონომიკის სამინისტროების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 კონცერტი გაიმართება. მელომანები ღია ცის ქვეშ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სხვადასხვა ქვეყნის ბლუზმენებს მოუსმენენ.

კომენტარები ()