imedi /  20 აპრილი 2017, 12:50 / სანდო წყარო

დევიდ ლინჩის ფონდს საქართველოში რეჟისორი გიგა აგლაძე უხელმძღვანელებს

გიგა აგლაძე

რეჟისორი გიგა აგლაძე დევიდ ლინჩის ფონდის საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლობის პრეზიდენტად დაინიშნა. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

გიგა აგლაძის განცხადებით, დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიაში იქნება კინემატოგრაფიის პლატფორმა, რომლის მსგავსიც ჯერ არ შექმნილა. მისივე თქმით, სამომავლოდ იგეგმება უნივერსიტეტის შექმნაც, სადაც დაინტერესებულ პირებს საკუთარ სფეროში წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრის საშუალება ექნებათ.

"ვისაც კინემატოგრაფიასთან რაიმე ტიპის შეხება აქვს, მან კარგად იცის თუ ვინ არის დევიდ ლინჩი. პირველად მოხდა ის, რომ გაიხსნა ასეთი ფონდი, რომელსაც მხოლოდ ფონდის სტატუსი არ ექნება და იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით - გენდერული თანასწორობის საკითხზე, ბავშვთა დახმარების და ვეტერანების რეაბილიტაციაზე. გარდა ამისა, გაიხსნება ძალიან მალე უნივერსიტეტი, სადაც კინოს მწარმოებლებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ დიდ ვარსკვლავებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოვლენ. ასევე დაიგეგმება ამერიკაში ვიზიტები და ადგილზე შესწავლა ყველაფრის. პროექტში ჩართულია აზერბაიჯანი და საქართველო და იმედი გვაქვს, რომ სომხეთიც მალე შემოგვიერთდება. ეს არის ფონდი, რომელიც ინსტიტუტში მიიღებს ბავშვებს და მსურველებს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. ამ მასშტაბის რამ პირველად ხდება," - განაცხადა გიგა აგლაძემ. 

კომენტარები ()