imedi /  20 აპრილი 2017, 15:44 / სანდო წყარო

დღეს, თბილისის კინოთეატრებში ფილმ „მძევლების“ პრემიერა გაიმართება

დღეს, თბილისის კინოთეატრებში ქართული ფილმის, „მძევლების“ პრემიერა შედგება. ფილმს საფუძვლად უდევს 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავი, საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცების შესახებ, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზე ოცნებობდნენ.

ფილმის მსოფლიო პრემიერა წელს, თებერვალში, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.„მძევლების“ რეჟისორია რეზო გიგინეიშვილი, სცენარის ავტორები არიან ლაშა ბუღაძე და რეზო გიგინეიშვილი. ფილმის ბიუჯეტი 2 მლნ. დოლარამდეა. ფილმს კინოთეატრ „აპოლოში“ 26 აპრილის ჩათვლით აჩვენებენ. ბილეთის ფასი 9-10 ლარია.

 

კომენტარები ()