imedi /  20 აპრილი 2017, 17:26 / სანდო წყარო

უილ სმითს "ალადინში" ჯინის როლი შესთავაზეს

კინოკომპანია Disney-მ ამერიკელ მსახიობ უილ სმითს „ალადინის“ ადაპტაციაში, ჯინის როლის შესრულება შესთავაზა. Deadline-ს ცნობით, ამის თაობაზე მსახიობთან მოლაპარაკებები მიმდინერეობს.

მედიის ცნობით, ახალი პროექტი ფილმი-მიუზიკლი იქნება, რომლის რეჟისორი გაი რიჩია.

1992 წელს Disney-მ „ალადინის“ სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილი გამოუშვა. სიუჟეტი „ათას ერთ ღამეში“ მოყოლილ ზღაპარზე იყო დაფუძნებული.

ანიმაციურ ვერსიაში ჯინის პერსონაჟს მსახიობი რობინ უილიამსი ახმოვანებდა. 

კომენტარები ()