imedi /  20 აპრილი 2017, 19:00 / სანდო წყარო

თბილისში შესაძლოა ერთ-ერთ ქუჩას გივი ბერიკაშვილის სახელი დაერქვას

გივი ბერიკაშვილი

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა გივი ბერიკაშვილის სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ თბილისის საკრებულო საკრებულოს თავმდჯომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ საკრებულოსა და საზოგადოების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა.

"ჩვენი და ქართული საზოგადოების მოსაზრებები თბილისის  ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა; აქედან გამომდინარე, გამოვიყენებთ კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებამოსილებას და საკრებულოს წინაშე დავაყენებთ ინიციატივას ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. კონკრეტული ქუჩის შერჩევასთან დაკავშირებით  აქტიური კონსულტაციები გაიმართება მსახიობის ოჯახის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან," - წერია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს, 83 წლისა გარდაიცვალა.

კომენტარები ()