imedi /  21 აპრილი 2017, 01:58 / სანდო წყარო

დღეს თბილისის მეტროს მგზავრებს საჩუქრები ისევ დახვდებათ

“წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ უკვე მზადდება საჩუქრების მორიგი სერია. დაელოდეთ “ინტელექტის“ და “არტანუჯის“ წიგნებს ხვალ დილიდან. ვინ იქნება იღბლიანი მგზავრი?! “ - ასეთი შინაარსის განცხადება გამომცემლობა „ინტელექტმა“ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გუშინ გაავრცელა.
 

 



აქცია კამპანიის „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ ფარგლებში ტარდება.   

მსგავსი სიურპრიზი მეტროს მგზავრებს 19 აპრილსაც მოუწყვეს. წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მათ ვაგონებში საჩუქრები დახვდათ - წიგნები და მთაწმინდის პანთეონში 23 აპრილის ღონისძიების მოსაწვევი ბარათი.

კომენტარები ()