imedi /  21 აპრილი 2017, 18:06 / სანდო წყარო

შონ ბინმა თავისი პერსონაჟის საყვარელი სიკვდილის სცენა დაასახელა

კადრი: "ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო"

ბრიტანელი მსახიობის შონ ბინის მიერ შესრულებული პერსონაჟების საყვარელი სიკვდილის სცენა „ბეჭდების მბრძანებელში“ ბორომირის სიკვდილი აღმოჩნდა. მის სიტყვებს გამოცემა Entertainment Weekly აქვეყნებს.

„ეს ჩემი საყვარელი სიკვდილის სცენაა, და მოგეხსენებათ ასეთი ბევრი შემისრულებია. მსგავს გმირულ სიკვდილს ვერც კი მოიგონებ“, - აღნიშნავს მსახიობი.

ინტერნეტ სივრცეში ხშირად ხუმრობენ იმის თაობაზე, რომ შონ ბინის მიერ შესრულებული თითქმის ყველა პერსონაჟი ფილმში კვდება. მათ შორის ყველაზე „განთქმული სიკვდილი“ Game of Thrones-ში ნედ სტარკის სცენაა. 

 

კომენტარები ()