imedi /  21 აპრილი 2017, 18:20 / სანდო წყარო

კლინტ ისტვუდი პარიზში ტერორისტის თავდასხმაზე ფილმს გადაიღებს

კლინტ ისტვუდი

ოსკაროსანი რეჟისორი კლინტ ისტვუდი ახალი ფილმისთვის მზადებას იწყებს. დრამა ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული წიგნის "The 15:17 to Paris" ეკრანიზაცია იქნება.

წიგნს ავტორები ენტონი სადლერი, ელიკ სკარლეტოსი, სპენსერ სტოუნი და ჯეფრი სტერნი არიან რომლებიც ამ ამბის თვითმხილველები და მონაწილეები იყვნენ.

2015 წლის 21 აგვისტოს. Thalys-ის მატარებელში, 25 წლის მაროკოელი იარაღით, დანით და ავტომატით შეიარაღებული მგზავრებისთვის ცეცხლის გახსნას შეეცადა. თუმცა მისმა ავტომატმა ვერ გაისროლა, რა დროსაც ვაგონში შემთხვევით მყოფმა რამდენიმე ამერიკელმა სამხედრომ ის გააუვნებელყო. ტერორისტი მატარებელში ბელგიის ტერიტორიაზე ჩაჯდა, ტერაქტის მოწყობას კი საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ შეეცადა.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საფრანგეთში 11 ტერაქტი მოხდა.

კომენტარები ()