imedi /  21 აპრილი 2017, 20:35 / სანდო წყარო

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონის ჟიურიში სტანისლავ ბონდარენკოა

დღეს, 22:00 სთ-ზე ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-7 სეზონი იწყება. პროექტი წელს საერთაშორისოა - მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოცეკვავეები და ვარსკვლავები მონაწილეობენ.

განსხვავებულია ჟიურის წლევანდელი შემადგენლობაც. 

დარენ ბენეტი - ბრიტანეთის, ირლანდიის და ლიბანის „ცეკვავენ ვარსკვლავები“-ს აღმასრულებელი პროდიუსერი და ჟიურის წევრი;

ლიზი მორი -  საერთაშორისო დონის მსაჯი, ბლექფულის საცეკვაო ფესტივალზე ისრაელის საპატიო წარმომადგენელი;

თეა გობეჯიშვილი - ქორეოგრაფი, საქართველოს თანამედროვე და საესტრადო ცეკვების უმაღლესი კატეგორიის მსაჯი,  ცეკვის აკადემიის და  შოუ-ბალეტ „ვერნისაჟის “ ხელმძღვანელი.

მეოთხე წევრის ვინაობა ბოლო დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა. ეს არის პროექტის მეექვსე სეზონის გამარჯვებული, სტანისლავ ბონდარენკო.

კომენტარები ()