imedi /  06 მაისი 2017, 12:26 / სანდო წყარო

ალენ დელონმა სამსახიობო კარიერა დაასრულა

ალენ დელონი

ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა განაცხადა, რომ ფილმი, რომლზეც ამჟამად მუშაობს, მის სამსახიობო კარიერაში საბოლოო იქნება. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Le Parisien.

"ეს ჩემი ბოლო ფილმი იქნება. როგორც მოკრივეს არ სურს ზედმეტი შერკინების ჩატარება, ისევე არ მსურს ჩემთვის უკვე ზედმეტ ფილმში მონაწილეობის მიღება", - აცხადებს მსახიობი.

ფრანგმა მასხიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმეში "თაკარა მზე", "როკო და მისი ძმები". ფილმი "ლეოპარდისთვის" 1963 წელს "ოქროს გლობუსის" ნომინაცია მიიღო. 2005 წელს მას მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. 1999 წელს ჟურნალ Forbes-ის გამოკითხვით "საუკუნის მამაკაცად" აღიარეს.

ალეონ დელონი და რომი შნაიდერი

კადრი ფილმიდან: "ქრისტინა"

კომენტარები ()