imedi /  08 მაისი 2017, 12:59 / სანდო წყარო

საერთაშორისო ფესტივალზე თამთა გაბრიჩიძის დოკუმენტურმა ფილმმა გაიმარჯვა

კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე HOTDOCS რეჟისორ თამთა გაბრიჩიძის დოკუმენტურმა ფილმმა „სოვდაგარი“, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში, გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას 1Tv ავრცელებს.

Hotdocs „ოსკარის“ საკვალიფიკაციო ფესტივალია. ამ ნომინაციაში გამარჯვებით, ფილმმა „ოსკარის“ მონაწილეობის კვალიფიკაცია მოიპოვა და 2018 წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ნომინაციისთვის იბრძოლებს.

ფესტივალი 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ტორონტოში მიმდინარეობდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური დოკუმენტური ფილმების ფესტივალია მთელს მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად ორასამდე ფილმს მასპინძლობს.

"სოვდაგარი“ რეჟისორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „ტელებლოგის“ ფარგლებში გადაიღო და „პირველი არხის“ ეთერში მისი პრემიერა 2016 წელს შედგა. ფილმზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარები ()