Imedi /  11 მაისი 2017, 17:27 / სანდო წყარო

Deadpool-ზე ანიმაციურ ფილმს შექმნიან

კადრი: Deadpool

Deadpool-ი 2018 წლისთვის მულტფილმის სახით წარმოგვიდგება. მედიის ცნობით, ტელეარხ FXX -ზე 10-სერიანი სპინ-ოფი გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety ავრცელებს.

Marvel Television-ს ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა, რომ Deadpool-ის მულტფილმი ზრდასრულებისთვის, ანიმაციის ისტორიაში ახალი სიტყვა იქნება.

2016 წელს გამოსული Deadpool-ის ეკრანიზაცია, R - ხარისხის (ზრდასრულებისთვის) ისტორიის ყველაზე მაღალრეიტინგული ფილმად იქცა. 58-მილიონიანი ბიუჯეტით, მისმა მოგებამ 800 მილიონი დოლარი შეადგინა. 

კომენტარები ()