imedi /  12 მაისი 2017, 15:56 / სანდო წყარო

X-Men-ის ახალ ფილმში მეისი უილიამსი მუტანტის როლს ითამაშებს

მეისი უილიამსი

მუტანტების შესახებ გადაღებულ "სპინ-ოფში" ერთ-ერთ მთავარ როლს"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი მეისი უილიამსი შეასრულებს. ამის შესახებ Hollywood Reporter-ი წერს. 

ფილმის გადაღებები ივლისში დაიწყება და მისი რეჟისორი ჯოშ ბუნი იქნება, პროდიუსერები კი საიმონ კინბერგი და კარენ როზენფელტი იქნებიან.

მეისი უილიამსისა და ფილმში არსებული ყველა ახალი მუტანტს კრის კლერმონტი და ბობ მაკლოიდი შექმნიან.

ახალი ფილმი ფოკუსირებული იქნება მუტანტებზე მსოფლიოს გარშემო, აქ შეხვდებით როგორც ინდიელ, ასევე ბრაზილიელ, რუს და სხვა ქვეყნის მუტანტებს.

მეისის პერსონაჟი რელიგიური გოგო იქნება, რომელიც ცდილობს შეებრძოლოს მგლად გადაქცევის უნარს. 

კომენტარები ()