imedi /  12 მაისი 2017, 23:16 / სანდო წყარო

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმბოლოს პრეზენტაცია ჩატარდა

კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, სადაც ევროვიზიის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი იმართება, საბავშვო ევროვიზია 2017-ის სიმბოლოსა და სლოგანის პრეზენტაცია გაიმართა.

წლევანდელი საბავშვო ფესტივალის მთავარი სლოგანი არის - ანათე (Shine Bright) და ღონისძიების მთავარ გზავნილთან ერთად მისი სიმბოლო ფერადი მზეა. 

საქართველო საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენი ქვეყანაა, რომლის ანგარიშზეც სამი გამარჯვებაა. პირველად 2008 წელს ჯგუფმა "ბზიკებმა", 2011 წელს ჯგუფმა Candy და 2016 წელს მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვეს, სწორედ ამიტომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) გადაწყვიტა რომ 2017 წელს ევროფესტივალი საქართველოში გამართულიყო.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

კომენტარები ()