imedi /  16 მაისი 2017, 10:51 / სანდო წყარო

პიკასოს „ქალი ცისფერ კაბაში“ 45 მილიონ დოლარად გაიყიდა

„ქალი ცისფერ კაბაში“
პაბლო პიკასო

პაბლო პიკასოს ტილო „ქალი ცისფერ კაბაში“ 45 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აუქციონი ნიუ-იორკში გაიმართა. პორტრეტზე მხატვრის საყვარელი ქალი, დორა მაარია გამოსახული. ტილო მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა გაიტაცეს.

თუმცა მოგვიანებით შედევრი ფრანგული წინააღმდეგობის არმიელებმა ჩაიდგეს ხელში.

პიკასოს ნახატი „ქალი ცისფერ კაბაში“ აუქციონზე 6 წლის წინაც გაიტანეს, მაშინ ის ამერიკელმა კოლექციონერმა 26 მილიონ დოლარად იყიდა. 

კომენტარები ()