imedi /  16 მაისი 2017, 11:20 / სანდო წყარო

გელათის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეხუთე ეტაპი დაიწყო

გელათის სამონასტრო კომპლექსში რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეხუთე ეტაპი მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

ტაძარში მიმდინარეობს ქვის კონსერვაცია, უკვე დასრულდა ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები, ასევე დასრულებულია გუმბათის მთელი პერიმეტრის გადახურვა და მოწესრიგება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ტაძრის რესტავრაცია მიმდინარე პროცესია და ის შესაძლებელია კიდევ რამდენიმე ეტაპად გაგრძელდეს. რესტავრაციის მეხუთე ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 2,5 მლნ ლარია.

პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ტაძრის სახურავს, შეიცვალა ძველი თუნუქი, რომლითაც საბჭოთა კავშირის პერიოდში გადახურეს ტაძარი. თუნუქი ჩაანაცვლეს მოჭიქული კრამიტით. 

"ტაძრის გადახურვა გათხრების დროს აღმოჩენილი კრამიტის მსგავსი მასალის გამოყენებით ხდება. მოჭიქული კრამიტი იმავე ტრადიციითა და ტექნოლოგიით დამზადდა, როგორსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ტაძრების გადახურვისთვის", - აღნიშნა რესტავრატორმა სანდრო რუბაშვილმა. 

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და იგი ამერიკის საელჩოსა და მსოფლიო ბანკის ფინასნური მხარდაჭერით ხორციელდება. 

კომენტარები ()