imedi /  17 მაისი 2017, 14:46 / სანდო წყარო

„მძინარე მუზა“ 57 მილიონ დოლარად გაიყიდა

ნიუ იორკი, კრისტის აუქციონი

ნიუ-იორკის აუქციონზე ფრანგი მხატვრის, კონსტანტინე ბრინკუშის სკულპტურა „მძინარე მუზა“ გაიყიდა. The New York Times-ის ცნობით, ვაჭრობაში სულ ხუთი ადამიანი მონაწილეობდა. სკულპტურის ახალი მფლობელის გვარი ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი დევიდ გეფენია.

ვაჭრობის თაობაზე აუქციონის ადმინისტრაცია Twitter-ზე წერს. სკულპტურა საწყის ფასზე ორჯერ ძვირად, 57,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

1910 წელს ავტორმა „მძინარე მუზა“ თეთრი მარმარილოთი შექმნა. წლების მანძილზე საფრანგეთში სკულპტურას კერძო კოლექციონერი ფლობდა.

გასულ აუქციონზე პაბლო პიკასოს „ქალი ცისფერ კაბაში“ 45 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Brancusi's La muse endormie casted in 1913 realized $57,367,500
against its estimate of $25,000,000, a #worldauctionrecord for the artist pic.twitter.com/HL7eKBvv6C

 

 

კომენტარები ()