imedi /  16 ივნისი 2017, 22:47 / სანდო წყარო

ამერიკულმა მედიამ ჯონ სნოუს ნამდვილი სახელი გაიგო

ამერიკულმა ჟურნალმა Empire-მა ახალ გამოცემაში, "სამეფო კარის თამაშების" ახალი სეზონის "სპოილერი"გამოაქვეყნდა. სტატიის ნაწყვეტის სურათს Imgur-ი ავრცელებს.

მეშვიდე სეზონის ანონსში, ნახსენებია ერთ-ერთი მთავარი გმირი ჯონ სნოუ, რომელსაც სინამდვილეში "ჯეიჰერის ტარგარიენი" ჰქვია. მისი ნამდვილი სახელის შესახებ, გებულობს სნოუს უმცროსი ძმა, ბრან სტარკი, რომელსაც ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვს. 

HBO-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ "სამეფო კარის თამაშების" მე-7 სეზონი 2017 წლის 16 ივლისს დაიწყება. განსხვავებით წინა სეზონებისგან, წელს მხოლოდ 7 ეპიზოდს ვიხილავთ, სადაც გაერთიანებული იქნება ჯორჯ მარტინის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი წიგნების მე-6 და მე-7 ნაწილები. 

კომენტარები ()