imedi /  18 ივნისი 2017, 18:00 / სანდო წყარო

გაუდის Casa Vicens-ი დამთვალიერებლისთვის გახსნეს

Casa Vicens-ი, ბარსელონა

ბარსელონაში გაუდის Casa Vicens-ი დამთვალიერებლებისთვის გახსნეს. საცხოვრებელი სახლი არქიტექტორის ერთ-ერთი პირველი შეკვეთაა - აგურის და კერამიკული ფილების მწარმოებელმა ვისენსმა ოჯახისთვის საზაფხულო რეზიდენცია შეუკვეთა.

შენობა UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში 2005 წელს შეიტანეს.

2014 წელს Casa Vicens-ი ბანკმა (MoraBanc) შეიძინა და 2-წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ მუზეუმად გახსნა.

კომენტარები ()