imedi /  19 ივნისი 2017, 12:39 / სანდო წყარო

Jay Z-მ ახალი ალბომი დააანონსა

ამერიკელი რეპერი შონ კარტერი, რომელიც ფსევდონიმ Jay Z-ის სახელით არის ცნობილი, თავისი სტუდიური ალბომი "4:44" დააანონსა. მუსიკოსმა სიმღერა Adnis-ის კლიპის ნაწყვეტიც გაავრცელა, სადაც კადრებში მსახიობი მაჰერშელა ალი ჩანს. 

ალბომი ოფიციალურად 30 ივნისს გასაჯაროვდება. 

18 ივნისს, რეპერ ჯეი ზის ბიონსესთან ტყუპები შეეძინა. ახალშობილების სქესი უცნობია. წყვილს პირველი შვილი 2012 წელს შეეძინა, გოგო - ბლუ აივი კარტერი.

კომენტარები ()