imedi /  19 ივნისი 2017, 13:26 / სანდო წყარო

არქეოლოგები: 2,600 წლის წინანდელ წერილში ავტორი ღვინოს ითხოვდა

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერები, თიხის ნატეხზე წარწერას შიფრავდნენ, რომელიც ქალაქ არადში 1960 წელს იპოვეს. გზავნილში ავტორი ღვინის მარაგის დამატებას ითხოვდა. ვრცლად კვლევას Sci-news-ი ავრცელებს. 

ქალაქი არადი 60-იან წლებში დაარსდა, მანამდე მისი ტერიტორია გამოიყენებოდა, როგორც სამხედრო ფორპოსტი. თიხაზე დაწერილი წერილის ერთ მხარეს სამხედრო მონაცემები და ფინანსური ნუსხაა წარმოდგენილი, მეორე მხარეს არსებული ტექსტის გაშიფრვა კი ახალი ტექნოლოგიების სკანირების მეთოდით გახდა შესაძლებელი. როგორც აღმოჩნდა, ავტორი გარნიზონისთვის ღვინის მარაგის გამოგზავნას ითხოვდა. 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში დაწერილი გზავნილის ადრესატი, ლოგისტიკის ოფიცერი ელიშებ ბენ-ოშაიაჰუა, ხოლო ავტორი ვინმე ჰანანიაჰუ ქალაქ ბაერ-შევადან. 

წერილი მეგობრული მიმართვით იწყება: "შენი მეგობარი ჰანანიაჰუ, მოგესალმები შენ და მთელს შენს ოჯახს. ღმერთმა დაგლოცოთ".

შემდეგ ჰანანიაჰუ ზეთისა და ფქვილის მარაგის ამოწურვაზე საუბრობს, და ასევე აღნიშნავს რაღაც პროდუქტს, რომლის მიღება გარნიზონს არ სურს, მაგრამ ამ სიტყვის გაშიფრვა შეუძლებელია. 

არქეოლოგებმა წერილი ძვ.წ. 16 600 წლით დაათარიღეს - ეს ნიშნავს, რომ მიმოწერა გარნიზონ არადში ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ იუდეის დაპყრობამდე რამდენიმე წლით ადრე მოხდა. 

კომენტარები ()