imedi /  19 ივნისი 2017, 15:58 / სანდო წყარო

"კარიბის ზღვის მეკობრეები" ჯეკ ბეღურაზე უარს იტყვიან

გამოცემა Daily Star-ის წყაროს ცნობით,"კარიბის ზღვის მეკობრეების" შემქმნელებს, პერსონაჟ ჯეკ ბეღურაზე უარის თქმა სურთ, შესაბამისად როლის შემსრულებელ მსახიობ ჯონი დეპთან აღარ ითანამშრომლებენ. 

"ადრე ჯონი დეპი იყო მიზეზი, რის გამოც ადამიანები ფილმის საყურებლად მიდიოდნენ. ახლა კი, როგორც ჩანს, აუდიტორიამ მის მიმართ ინტერესი დაკარგა", - განაცხადა პორტალის რესპოდენტმა. 

წყაროს თქმით, დღეს პუბლიკას უფრო მეტად მოსწონს 27 წლის ბრენტონ ტუეტსი და 25 წლის კაია სკოდელარიო, რომლებიც მეკობრეების საგის მეხუთე ნაწილში გამოჩდნენ. 

„კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ (Pirates of the Caribbean 5: Dead Men Tell No Tales), კაპიტანი ჯეკ ბეღურასთვის მეხუთე სერია იყო, რომლის მსოფლიო პრემიერა 26 მაისს შედგა. 

კომენტარები ()