imedi /  19 ივნისი 2017, 17:20 / სანდო წყარო

მენეჯმენტის განცხადებით, კინოთეატრ „რუსთაველში“ გრანდიოზული საბავშვო კომპლექსი მოეწყობა

კინოთეატრ „რუსთაველში" კავკასიაში ყველაზე დიდი საბავშვო გასართობი კომპლექსი მოეწყობა, სადაც ასევე განთავსებული იქნება კინოდარბაზი.ინფორმაციას კინოთეატრის PR მენეჯერ მაია სიხარულიძეზე დაყრდნობით Commesant ავრცელებს.

„გეგმაში გვაქვს რომ რუსთაველში დარჩეს 1 კინოდარბაზი, რომელიც დატვირთული იქნება ძირითადად საბავშვო კინოსეანსებით, ასევე მოეწყოს კავკასიაში ყველაზე გრანდიოზული საბავშვო-გასართობი კომპლექსი კვების ობიექტებით, საბავშვო მაღაზიებითა და მასშტაბური გასართობი ცენტრით. ამ ცენტრში ყველაფერი იქნება ბავშვებისთვის", - აცხადებს მაია სიხარულიძე.

 

კომენტარები ()