imedi /  03 ივლისი 2017, 13:27 / სანდო წყარო

True Detective-ის ახალ სეზონში მთავარი როლი შესაძლოა მაჰერშალა ალის ერგოს

მაჰერშალა ალი

"ბანქოს სახლისა" და "მთვარის შუქის" ვარსკვლავმა მაჰერშალა ალიმ, HBO-ს სერიალის "ნამდვილი დეტექტივის" ახალ სეზონში, შესაძლოა მთავარი როლი შეასრულოს. ამის შესახებ, გამოცემა The Verge-ი წერს. 

ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პირველი ორი სეზონის შემქმნელ სცენარისტ ნიკ პიზოლატოს, დევიდ მილჩი შეუერთდა, რომელთან ერთადაც ახალი სეზონისთვის 2 სერიის სცენარი უკვე მოამზადა. 

28 მარტს, The Hollywood Reporte-მა დააანონსა, "ნამდვილი დეტექტივის" ახალი, მესამე სეზონი. სერიალის მესამე სეზონის გადაღებაზე საუბრები ბოლო სეზონიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო. რამდენადაც "ნამდვილი დეტექტივის" პირველი სეზონით, მნახველთა თითქმის სრული უმრავლესობა აღფრთოვანებული იყო.

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მეორე სეზონმა, რომელშიც მთავარ როლებს კოლინ ფარელი, ვინს ვონი და რეიჩელ მაკადამსი ასრულებდნენ. 

True Detective პირველად მაყურებელმა 2014 წლის 12 ნოემბერს იხილა. მასში მთავარ როლებს მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ასრულებდნენ. სერიალის რეიტინგი IMDB-ზე 9.1-ია.

კომენტარები ()