imedi /  11 ივლისი 2017, 12:14 / სანდო წყარო

პეტრას ციხის რეაბილიტაცია იწყება

პეტრას ციხე

პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალში რეაბილიტაციის ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ციხის მუზეუმ-ნაკრძალში მოეწყობა მისასვლელი გზები, ბილიკები და საექსპოზიციო ნაგებობები. ასევე გაკეთდება ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები. ციხის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე განიხილება ყოველწლიური „არტ ფესტივალი პეტრას“ ჩატარებაც.

პეტრას ციხე უძველესი ციხე-ქალაქის ნანგრევებს წარმოადგენს და ის ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, მდებარეობს. 

კომენტარები ()