imedi /  12 ივლისი 2017, 12:04 / სანდო წყარო

დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დართლო

სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანი სახლებისა და კოშკების აღდგენა 3 წელია მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე რეაბილიტაცია 20 სახლს ჩაუტარდა, 19 სახლის რეაბილიტაცია კი აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სამუშაოებში ჩართული არიან ადგილობრივები.

პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 1 344 102 ლარია. სახლების რეაბილიტაციის გარდა დართლოში ეწყობა გარე ინფრასტრუქტურაც.

კომენტარები ()