imedi /  13 ივლისი 2017, 17:47 / სანდო წყარო

უზბეკეთში 225 "ამორალური" ფილმი დაბლოკეს

უზბეკეთის მასობრივი კომუნიკაციების ექსპერტთა კომისიამ დაამტკიცა უცხოური ფილმების სია, რომლის შემოტანა და გავრცელება რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ არის რეკომენდირებული. ამის შესახებ, ქვეყნის ინტელექტუალური ქონების სააგენტოს ვებგვერდზე წერენ. 

"ამორალური სცენების მქონე ფილმები, რომლებიც ამახინჯებენ ახალგაზრდა თაობის გონებას" - სიაში მოხვდნენ: "სექსი, გართობა და ტყუილი", "სიამაყე, ცრურწმენა და ზომბები", "პატარა სიკვდილი", "2+2", "ბიკინიანი გოგოები ყინულზე" , "ძალიან საშიში კინოს" ყველა ნაწილი და ა.შ.

მთლიანად სიაში 225 ფილმია, რომელიც უზბეკი ექსპერტების განმარტებით შეიცავენ "ძალადობას, პროპაგანდას უწევენ ალკოჰოლსა და თამბაქოს, სექსუალურ თავისუფლებას, ჰომოსექსუალიზმსა და სვინგერობას".

ფილმების გავრცელებისთვის დაინიშება თუ არა რაიმე სახის სანქცია, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები ()