imedi /  15 ივლისი 2017, 10:31 / სანდო წყარო

კულტურის ძეგლების აღდგენის ახალი პროექტის პრეზენტაცია დღეს ვარძიაში გაიმართება

ვარძია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალი კამპანიის "ემეგობრე მემკვიდრეობას" პრეზენტაცია დღეს ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართეა. პროექტი ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესის გააქტიურებას ისახავს მიზნად.

პროექტის თანახმად, ყველა მოქალაქეს და ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კლუბში გაწევრიანდნენ და საკუთარი შენატანით დაეხმარონ ძეგლების აღდგენის პროცესს.

პრეზენტაციაზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობები მაყურებელს სპექტაკლს "როგორც გენებოთ" შესთავაზებენ. პროექტის ფარგლებში, ხელოვნების სასახლე დამსწრე საზოგადოებას შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექსპოზიციას წარუდგენს. ასევე ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

საბოლოოდ, სახელმწიფო და კერძო კომპანიის თანამშრომლები ერთ კლუბში გაწევრიანდებიან. წინასწარი გათვლებით,"ემეგობრე მემკვიდრეობას" 30000-მდე წევრს გააერთიანებს, რომელთა წლიური საწევრო შენატანებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს მოხმარდება.

"ემეგობრე მემკვიდრეობას" პრეზენტაცია 12 ივლისს გაიმართა. 

კომენტარები ()