imedi /  16 ივლისი 2017, 18:45 / სანდო წყარო

ლენონის მიერ მკვლელისთვის ხელმოწერილი ალბომი აუქციონზე გაიყიდება

ლენონის მიერ მკვლელისთვის, მარკ დევიდ ჩეპმენისთვის ხელმოწერილი ალბომი - Double Fantasy - აუქციონზე გაიყიდება, უკვე მეორედ.

ალბომის ყდაზე მუსიკოსი მეუღლესთან ერთადაა გამოსახული. ხელმოწერა იოკო ონოს კისერზეა. ალბომის ამჟამინდელი მფლობელი უცნობია.

ლენონი ჩეპმენმა 1980 წლის 8 დეკემბერს მოკლა. ალბომი მუსიკოსის აპარტამენტების პერსონალმა იპოვა. სწორედ ეს ალბომი გახდა მკვლელობის მთავარი მტკიცებულება. გამოძიებამ ალბომი მპოვნელს დაუბრუნა. ალბომი 1999 წელს კომპანია Moments in Time-მა გაყიდა და ახლაც ის ყიდის.

ჩეპმენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 20 წლის შემდეგ შეწყალების მოთხოვნის უფლებით. მას შეწყალებაზე უარი 9-ჯერ უთხრეს.

კომენტარები ()