imedi /  17 ივლისი 2017, 10:08 / სანდო წყარო

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში უცნობი ასომთავრული წარწერა აღმოაჩინეს

თურქეში, სოფელ მერენესში, რომელიც ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, უცნობი ასომთავრული წარწერა აღმოაჩინეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.  საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის ცნობით, წარწერა წყლის არხის გაყვანის დროს, მიწაში 11 ივლისს იპოვეს. აქვეა ეკლესიის ფრაგმენტები. 

ასომთავრული წარწერის ტექსტში ქართველი მეფეების შესახებ ცნობებია დაცული. აქ წერია, რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი.

მერენესის მე-10 საუკუნის ასომთავრული წარწერის კვლევა გაგრძელდება და მეცნიერთა ვარაუდით, იგი ტაო-კლარჯეთის ისტორიის არაერთ სადავო თუ ბუნდოვან საკითხს მოჰფენს ნათელს.

წარწერის ტექსტი: „[გ(ა)რდ(აი)ც]ვალა აშ{ო}ტ | [კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)]ტი ქრ{ო}ნ{ი}კ{ო}ნსა | [რ]ჲიდ (174+780=954 წ.), თ(უეს)ა ი{ა}ნვ{ა}|რსა კე (25). ღ(მერთმა)ნ დ(ი)დ(ე)ბ(უ)ლ ყ|ვ{ე}ნ ს(უ)ლი მ(ა)თი. აღ(ე)შ(ე)ნა [წ(მიდა)ჲ] | ეკლ{ე}სი{ა}ჲ ჴ{ე}ლითა მ{ი}ქ{აე}ლ{ი}ს{ი}თ[ა], | ღ{უე}რკ{ე}ლ{ი}ს{ი}თა და თ{ო}მ{ა}სითა, | [-]რთვს{ი}თა (?), [-]მ[-]თრს{ი}თა (?), [ა(მე)ნ] (?)“.

კომენტარები ()