Imedi /  17 ივლისი 2017, 11:42 / სანდო წყარო

ახალი Doctor Who-ს როლს ქალი მოირგებს

სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სერიალში "დოქტორი ვინ" (Doctor Who) მთავარ როლს პირველად შეასრულებს ქალი მსახიობი. სერიალის ოფიციალურ Twitter-ზე წერენ, რომ ეს როლი მსახიობ ჯოდი უიტაკერს ერგო. 

იანვარში, მეთორმეტე Doctor Who-მ, პიტერ კაპალდიმ განაცხადა, რომ პროექტი დატოვა.  

"დოქტორი ვინ" – BBC-ს ყველაზე ხანგრძლივი სერიალია და ეკრანებზე 1963 წლიდან გადის. მთავარი გმირის როლი ათამდე მსახიობმა შეასრულა, მათ შორის - პიტერ კაპალდიმ, დევიდ ტენანტმა და მეთ სმითმა. 

კომენტარები ()