Imedi /  17 ივლისი 2017, 12:44 / სანდო წყარო

ჩინეთში ვინი პუჰი სი ძინპინთან შედარების გამო ცენზურის ქვეშ მოექცა

ჩინეთში ვინი პუჰის სახელს და სურათებს შლიან. ძირითადად ეს ხდება პლატფორმა Sina Weibo-ზე (Twitter-ის ანალოგი), რომლის მესენჯერშიც დათვის gif-გამოსახულებები გაქრა. 

ხელისუფლება ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ჩინეთში გავრცელებული "მემის" დამსახურებაა, სადაც ჩინეთის რესპუბლიკის ლიდერს სი ძინპინს, სოცქსელის მომხმარებლები, ვინი პუჰს ადარებენ. 


"ისტორიულად აკრძალული იყო სამი რამ: პოლიტიკური ორგანიზაციები და პოლიტიკური აქტიურობა, მაგრამ წელს, სიას კიდევ ერთი რამ დაემატა: ლიდერზე ლაპარაკი", - აღნიშნავს, პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი ციაო მუ. 

მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტზე გაკეთებული უარყოფითი კომენტარის გამო, ადამიანებს იჭერდნენ.

ვინი პუჰი (დათუნია ვინი) ინგლისელი მწერლის, პოეტის და დრამატურგის ალან მილნის წიგნების პერსონაჟია. 

კომენტარები ()