imedi /  17 ივლისი 2017, 17:54 / სანდო წყარო

ბახმაროში პირველი არტ-კაფე გაიხსნა

კურორტ ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე პირველი არტ-კაფე „დავითიანი" გაიხსნა. სახელი სიმბოლურად, კაფეს ადგილმდებარეობის გამო შეურჩიეს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.

არტ კაფეში ბახმაროს ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფოტოები და სხვადასხვა ცნობილი ავტორების ნახატებია გამოფენილი.

ბახმაროს ისტორიაში ეს პირველი არტ კაფეა, რომელიც დამსვენებლებს დღეიდან უმასპინძლებს.

კომენტარები ()