imedi /  17 ივლისი 2017, 19:00 / სანდო წყარო

ლიხაურის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარე ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მთაზე მდგომი ციხე სწორკუთხაა და რიყის ქვით არის ნაგები. სამშენებლოდ ასევე გამოყენებულია ბაზალტისა და ქვიშაქვის ნაწილობრივ დამუშავებული ქვები. ციხის გალავნის დასავლეთ ნაწილში ზურგიანი, ორსართულიანი საბრძოლო კოშკია, რომელსაც კონტრფორსის დანიშნულებაც ჰქონდა.

ციხე რა მხოლოდ დამცავ ნაგებობად გამოიყენებოდა, არამედ საცხოვრებლადაც.

კომენტარები ()