imedi /  27 ივლისი 2017, 08:43 / სანდო წყარო

გონიოს ციხეში მედეას ტრაგედია გათამაშდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, დღეს, 21:00 საათზე, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში სპექტაკლი "მედეას ტრაგედია" გაიმართება.

რეჟისორი ოთარ ქათამაძე ამბობს, რომ სპექტაკლი მაქსიმალურად არის დაახლოებული ანტიკური თეატრის ესთეტიკასთან.

სპექტაკლი ხელს შეუწყობს მუზეუმის პოპულარიზაციას და უძველესი ტრადიციების გაცოცხლებას.

კომენტარები ()