imedi /  02 აგვისტო 2017, 19:48 / სანდო წყარო

ქუთაისის პანტომიმის თეატრს შენობა გადაეცა

ქუთაისის პანტომიმის თეატრს ქუთაისის მერიამ შენობა-ნაგებობა 30-წლიანი იჯარით გადასცა. ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის ცნობით, წლიური საიჯარო ქირა 13 020 ლარი იქნება. თუმცა, თეატრმა თანხის გადახდა, ხელშეკრულების ხელმოწერიდან, 2 წლის შემდეგ უნდა დაიწყოს. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

თეატრისთვის გადაცემული შენობა ამ დროისთვის ამორტიზებულია. თუმცა, მერიაში ამბობენ, რომ თეატრი მზადაა 2 წლის განმავლობაში მისი რეაბილიტაციისთვის 60 000 ლარიანი ინვესტიცია განახორციელოს.

ქუთაისის პანტომიმის თეატრი დამოუკიდებელი შემოქმედებითი დასია, რომელიც მრავალი წელი ქუთაისის ოპერის თეატრში იყო შეხიზნული.

კომენტარები ()