imedi /  04 აგვისტო 2017, 11:22 / სანდო წყარო

„ქართული ხმები“ 30 წლის იუბილეს ,Black See Arena-ზე აღნიშნავს

ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ 30 წლის იუბილეს ,,Black See Arena“-ს სცენიდან ათასობით მაყურებლის წინაშე აღნიშნავს.

კონცერტი 5 აგვისტოს გაიმართება. სცენაზე ანსამბლი ცხრაკაციანი შემადგენლობით გამოვა, მათთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგებიან: თბილისის ბიგბენდი, ანსამბლი „ირიაო“, ნატო მეტონიძე, დავით ევგენიძე, გურული „შვიდკაცა“.

კონცერტის დადგმის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, მხატვარი – თამარ ფოცხიშვილი.

კომენტარები ()