imedi /  06 აგვისტო 2017, 22:18 / სანდო წყარო

9 აგვისტოს ირმა ნიორაძე და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები Black Sea Arena-ზე გალაკონცერტს გამართავენ

ირმა ნიორაძე

Black Sea Arena, Check in Georgia-ს ფარგლებში, 9 აგვისტოს ირმა ნიორაძისა და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების ერთობლივ გალაკონცერტს უმასპინძლებს.

ღონისძიება ბალეტის ლეგენდას, ვახტანგ ჭაბუკიანს ეძღვნება. გალაკონცერტის დამდგმელი რეჟისორია ანდრის ლიეპა, სამხატვრო ხელმძღვანელი - ირმა ნიორაძე. კონცერტზე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ნომრები, როგორც კლასიკური, ისე მოდერნ ბალეტიდან.

კონცერტში ირმა ნიორაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი მოცეკვავეები იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, რუსეთიდან: ეკატერინე ბორნენკო, ივან ზაიცევი, ადიმხან ბახტიარი, მადინა ბასბაევა, სერხიო ბერნალი, ილზე ლიეპა, ალონა კოვალევა, იაკოპო ტისი, ეკატერინა პერვუშინა, მიხაილ ლობუხინი, მარინა იაკოვლევა, იაკობ ფეიფერლიკ, იონა აკოსტა, ლაურეტა სამერსკეილ, სპეციალური მოწვევით ქართული ნაციონალური ბალეტი - „სუხიშვილები“. 

ბილეთების ფასები 10-დან 120 ლარამდეა.

კომენტარები ()