imedi /  07 აგვისტო 2017, 16:22 / სანდო წყარო

კრისტიან ბეილი დიკ ჩეინის როლს ითამაშებს

კრისტიან ბეილი

ამერიკელი მსახიობი კრისტიან ბეილი აშშ-ის ექს ვიცეპრეზიდენტის დიკ ჩეინის როლს შეასრულებს. ამის გამო კი 43 წლის ბეილმა წონაში საგრძნობლად მოიმატა. ინფორმაციას News.com.au ავრცელებს. 

დიკ ჩეინის შესახებ ფილმს ადამ მაკკეი იღებს. თუმცა მისი სახელწოდება და აგრეთვე პრემიერის თარიღი, ჯერჯერობით უცნობია. 

კრისტიან ბეილისთვის ეს ტრანსფორმაციის პირველი მცდელობა არ არის. 2004 წელს მან ფილისთვის "მემანქანე" 55 კილოგრამი დაიკლო. 

 

კომენტარები ()