imedi /  07 აგვისტო 2017, 21:48 / სანდო წყარო

5700 წლის წინ მცხოვრები ფარაონი სანახტი პირველ გიგანტ ადამიანად დასახელდა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 5700 წლის წინ მცხოვრები ფარაონი სანახტი პირველი გიგანტური აღნაგობის ადამიანი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია The Lancet Diabetes & Endocrinology-ში გამოქვეყნდა.

შვეიცარიელმა მკვლევრებმა გააანალიზეს ფარაონის ჩონჩხი, რომელიც ეგვიპტის მესამე თაობის დინასტიას ეკუთვნის. აღმოჩნდა, რომ ის გიგანტიზმის მსუბუქი ფორმით იყო დაავადებული. მეცნიერებმა ფარაონ სანახტის სიმაღლე და ანთროპომეტრიული პარამეტრები ეგვიპტის სხვა ცნობილი ფარაონებისას შეადარეს. გაირკვა, რომ სანახტი ყველა სხვა ფარაონზე, სულ მცირე, 12 სანტიმეტრით მაღალი მაინც იყო.

ამ და სხვა მონაცემების მიხედვით, დაასკვნეს, რომ ფარაონი სანახტი ზრდის ჰორმონ ჰიპოფიზის დიდ რაოდენობას გამოიმუშავებდა, რამაც ის მისი დროის გიგანტ ადამიანად აქცია. მეცნიერები ამბობენ, რომ ჰიპოფიზის ჭარბმა რაოდენობამ ადრეული ინფარქტი გამოიწვია, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

თუმცა არსებობს ეჭვებიც, რაც მის სიმაღლეს უკავშირდება - ფარაონი გარდაცვალების მომენტში 1.87 მეტრი იყო, რაც გიგანტიზმად მიჩნეულ მაჩვენებელს რამდენიმე სანტიმეტრით ჩამორჩება. დღევანდელი დაშვებით, გიგანტიზმით ადამიანი დაავადებულია იმ შემთხვევაში, თუ მისი სიმაღლე 2 მეტრს აღემატება.

ამის მიუხედავად, მეცნიერების თქმით, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ფარაონი სანახტი უძველეს გიგანტ ადამიანად მივიჩნიოთ მაშინ, როცა იმ პერიოდში ძველი ეგვიპტელი ხალხის საშუალო სიმაღლე 1.75 მეტრამდე იყო.

ფარაონ სანახტის თავის ქალა

კომენტარები ()