imedi /  07 აგვისტო 2017, 23:04 / სანდო წყარო

Gorillaz-მა სიმღერა Strobelite-ზე შექმნილი ვიდეო გამოაქვეყნა

ბრიტანულმა მუსიკალურმა ჯგუფმა Gorillaz-მა ახალი ვიდეო გამოუშვა. ჯგუფმა ნამუშევარი Youtube-ის საკუთარ არხზე გამოაქვეყნა.

ვიდეო სიმღერა Strobelite-ზეა შექმნილი და მოქმედება კლუბში ვითარდება. 

Gorillaz-მა, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი ალბომი სახელწოდებით Humanz 1 მაისს გამოუშვა

კიდევ ერთი სიახლე, რაც Gorillaz-ს უკავშირდება ის არის, რომ 2018 წელს ჯგუფის შესახებ 10-სერიანი ანიმაციური სერიალი გამოვა. 

Gorillaz-მა  საკუთარი მუსიკალური ფესტივალიც დააანონსა, რომელიც 10 ივნისს, ინგლისში "დრიმლენდ მარგარეტ პარკში" გაიმართება. 2011 წლის შემდეგ, ჯგუფი Gorillaz-ი პირველად სწორედ ივნისში წარდგება მსმენელის წინაშე. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. 

კომენტარები ()