imedi /  08 აგვისტო 2017, 14:28 / სანდო წყარო

ჰაკერები HBO-სგან სამეფო კარის თამაშებისთვის გამოსასყიდს ითხოვენ

ჰაკერებმა, რომლებმაც ტელეკომპანია HBO-ს ფაილები მოჰპარეს, "სამეფო კარის თამაშების" კიდევ ერთი სერიის სცენარი გაავრცელეს და გაჟონვების შეწყვეტის სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვეს. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტებს მისწერეს. 

გავრცელებულ ცნობებს შორისაა ასევე ტელეკომპანიის აღმასრულებელი პროდიუსერის პირადი მიმოწერა, რომელსაც "კონფიდენციალური" აწერია. 

ჰაკერებმა ასევე გადაიღეს ვიდეომიმართვა HBO დირექტორისთვის რიჩარდ პლაპერისთვის. 

"ჩვენ წარმატებულად გავტეხეთ თქვენი გიგანტური სისტემა. HBO ერთ-ერთი ყველაზე რთული მიზანი იყო, მაგრამ გამოგვივიდა. ამისთვის დაახლოებით 6 თვე დაგვჭირდა", - აცხადებენ ჰაკერები.

ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ HBO უკვე მე-17 მსხვერპლი კომპანიაა და გამოსასყიდის გადაუხდელობის შემთხვევაში, გაავრცელებენ სხვა ინფორმაციასაც.

1 აგვისტოს HBO-ს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ჰაკერები წერენ, რომ, ჯამში, 1.5 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მოიპარეს.

კომენტარები ()