imedi /  09 აგვისტო 2017, 15:08 / სანდო წყარო

მამათში ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნება

სოფელ მამათში საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განმარტებით, შევარდნაძის მშობლიურ სახლში მემორიალური მუზეუმის გახსნა იქ ჩასული საზოგადოებისა და ქვეყნის მასშტაბით ჩამოსული უცხოელი ტურისტების დიდი დაინტერესების გამო გადაწყვიტეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლი ედუარდ შევარდნაძის ძმისშვილის ნუგზარ შევარდნაძის საკუთრებაა და იგი მზადაა, რომ სახლი მუნიციპალიტეტს გადასცეს. 

ედუარდ შევარდნაძე მამათში 1928 წლის 25 იანვარს დაიბადა. სკოლაც იქ დაამთავრა. ის საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში იყო.

კომენტარები ()