imedi /  10 აგვისტო 2017, 17:36 / სანდო წყარო

ხელოვნების მუზეუმში მექსიკელი არტისტის გამოფენა გაიხსნა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში თანამედროვე მექსიკელი არტისტის, როჯერ ვონ გუნტენის გამოფენა ,,ედემი’’ გაიხსნა.

გამოფენა მოიცავს მულტიმედიურ ნამუშევრებს და წარმოადგენს ერთგვარ მოგზაურობას როჯერ ვონ გუნტენის ვიზუალურ სამყაროში.

მექსიკელ ხელოვანთა გაერთიანების, „განხეთქილების“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრის ნამუშევრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 20 სექტემბრამდე დარჩება.

გამოფენა საქართველო-მექსიკის 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში იმართება.

კომენტარები ()