imedi /  10 აგვისტო 2017, 17:55 / სანდო წყარო

მიხეილ გიორგაძე: კვართის შესაძლო გადატანის საკითხზე მოლაპარაკებებში სამინისტრო ჩართულია

მიხეილ გიორგაძე

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის ერთი დღით ხობის მონასტერში გადატანის თაობაზე კომენტარს აკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მიხეილ გიორგაძის განცხადებით, კვართის შესაძლო გადატანის საკითხზე მოლაპარაკებებში სამინისტრო ჩართულია, "კერძოდ, არის თუ არა მიზანშეწონილი მისი მუზეუმიდან გამობრძანება და ტრანსპორტირება", - ამბობს გიორგაძე.

მინისტრის განმარტებით, კვართის ტრანსპორტირების შესახებ საპატრიარქოსთან არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სამინისტრო ტრანსპორტირებაზე თანხმობას მხოლოდ საპატრიარქოს გადაწყვეტილების შემდეგ გასცემს.

"მხოლოდ საპატრიარქოს პრეროგატივაა ამ საკითხში გარკვევა და გადაწყვეტილების მიღება", - დასძენს მინისტრი.

9 აგვისტოს, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ კვართის ხობის მონასტერში გადატანის შესახებ გადაწყვეტილებას პატრიარქი მარიამობის დღესასწაულამდე მიიღებს. კვართი ამჟამად ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ საცავში მდებარეობს.

კომენტარები ()