imedi /  10 აგვისტო 2017, 18:53 / სანდო წყარო

ჯიმ ქერიმ საკუთარი ნახატები 6-წუთიან დოკუმენტურ ფილმში აჩვენა. ვიდეო

ჯიმ ქერის მხატვრობა უფრო ნაკლებად არის საზოგადოების ცნობილი, ვიდრე მის მიერ შესრულებული როლები. მისი თაყვანისმცემლები შენიშნავდნენ, რომ ბოლო წლებში მსახიობი სულ უფრო დაშორდა კინოს და იშვიათად მონაწილეობს ფილმებში. 

ორი კვირის წინ ჯიმ ქერის შესახებ 6-წუთიანი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელიც Vimeo-ზე აიტვირთა. ფილმის სახელწოდებაა "I Needed Color." ("მჭირდებოდა ფერი") და მასში ჯიმ ქერი ხატვის პროცესსა და მის ცხოვრებაში ფერების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. ფილმს 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს უკვე.

დოკუმენტურ ფილმში ჯიმ ქერი სამხატვრო სტუდიაში მუშაობს.

ჯიმ ქერის თქმით, მასში მხატვრობისადმი ვნება ერთ ცივ დღეს, ნიუ-იორკში სეირნობისას დაიბადა: "ეს ყველაფერი ისეთი დეპრესიული იყო! ფერები მჭირდებოდა!", - ამბობს ქერი.

"ხშირად მიფიქრია, თუ რა აქცევს პიროვნებას ხელოვანად - ისინი საკუთარი შინაგანი სამყაროს მოდელებს ქმნიან...", - ამბობს ჯიმ ქერი.

"რასაც ხელოვანები აკეთებენ ფიზიკური არსებობიდან იღებს სათავებს, ინსპირირებულია მათი ემოციებიდან, საკუთარი ან აუდიტორიის საჭიროებების შეგრძნებიდან გამომდინარეობს",-  დასძენს ქერი.

კომენტარები ()