imedi /  10 აგვისტო 2017, 22:42 / სანდო წყარო

კრის კორნელს ძეგლს დაუდგამენ

კრის კორნელი

Soundgarden-სა და Audioslave-ის ვოკალისტს კრის კორნელს მის მშობლიურ ქალაქ სიეტლში ძეგლს დაუდგამენ. ამის შესახებ მომღერლის ოჯახზე დაყრდნობით NME-ი წერს. 

კორნელის ცოლის თქმით, ძეგლზე მუშაობას დაახლოებით 7 თვე დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი ის და კორნელის თაყვანისმცემლები გადაწყვეტენ, ქალაქის რა ნაწილში უნდა დაიდგას მონუმენტი.

52 წლის კრის კორნელი 18 მაისს გარდაიცვალა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომღერალმა თავი მოიკლა. 

კომენტარები ()