Imedi /  11 აგვისტო 2017, 18:24 / სანდო წყარო

ერმალო მაღრაძე გადაღებებისთვის ახალგაზრდებს იწვევს

ერმალო მაღრაძე

ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე, გადაღებებისთვის 19-25 წლამდე გოგო-ბიჭებს ეძებს. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა. 

გადაღებები ხვალ, შაბათს 11 საათზე ალექსანდროვის ბაღშია ჩანიშნული.

ერმალო მაღრაძე, 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“.   

მაღრაძის გადაღებულ ფილმებს შორისაა "აპოკალიფსი არ იქნება" (2015), "გზააბნეულნი" (2013), "თეა" (2017). 

კომენტარები ()